ბალიში ყუთი და ჩანთა
ბალიში ჩანთისა და ყუთის ერთობლივი მიქსი განფუთვის პროცესს უფრო კომპლექსურს ხდის

 

სტამბა ვექტორი სამკაულის შეფუთვის მრავალფეროვან სპექტრს გთავაზობთ. სასაჩუქრე ჩანთა და ბალიში ყუთი ზედაპირის სრული ბრენდირებით, სამკაულების შესაფუთად ყველაზე, მარტივი, დასამახსოვრებელი და ბიუჯეტური არჩევანია.

სამკაულის შეძენის დროს მომხმარებელი თავის ემოციურ და მგრძნობიარე რესურსს დებს, ის ელოდება არა მხოლოდ ბრწყინვალე სამკაულს, არამედ განფუთვის, სამკაულის გახსნის პროცესს.  ციფრულ ერაში, სამკაულის ინდუსტრია გაჯერებულია განფუთვის ვიდეოებით ინსტაგრამზე, იუთუბზე და სხვა სოციალურ ქსელებში. რაც უფრო მეტ ფენიანი, დახვეწილი და მოქნილია განფუთვა, უფრო იზიდავს სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ემოციებს.

როგორც ცნობილია, მომხმარებლების 61% განმეორებით ყიდულობს პროდუქტს როდესაც მისი გახსნის პროცესით (unboxing) სიამოვნებას იღებს. და მაინც, რატომ ვანიჭებთ სამკაულის განფუთვის რიტუალს, რიტუალურ და გადამწყვეტ მნიშვნელობას?!

პასუხი ალბათ იმალება მომხმარებლის, ონლაინ იმიჯში, თუ რომელ ბრენდებს უკავშირებს ის თავის ყოველდღიურობას. თქვენი კომპანიის მიზაინი ამ შემთხვევაში არის ის, რომ აირჩიონ, გაავრცელონ და გააზიარონ. სწორედ ეს ქმედებები მომხმარებლის მხრიდან, თქვენს ბრენდს ეხმარება, ცნობადობის და ფასეულობის გაზრდაში, შესაბამისად  მომხმარებლის აღქმაში მისი ღირებულებაც იზრდება.

თუ თქვენ ხართ საიუველირო, სამკაულის ბიზნესში, ბრენდთან დაკავშირებული პოზიტიური ასოციაციების გავრცელებაში უდიდესი წვლილი შეაქვს განფუთვის ე.წ ანბოქსინგის პროცესს. ყოველ მომხმარებელს თქვენი შეფუთვა თქვენს ნაცვლად ესაუბრება, იმ ღირებულებებზე რომელზეც თქვენი ბრენდი დგას, ამ შემთხვევაში გვიკვეთავენ ხოლმე მცირე ზომის ბარათებს, პატარა ამბებით ან ფრაზებით.

მიაწვდინეთ თქვენი ხმა მომხმარებელს საუკეთესოდ დაგეგმილი და შესრულებული შეფუთვით.  გავიხსენოთ Apple, რომელმაც შექმნა ნელი ჩამოცურების (Slow Siding)  სისტემის შეფუთვა და დააპატენტა. დღეს ყველა მომხმარებელი ელის ნაზი ჩამოცურების ეფექტს გახსნის დროს, ის განუყოფელი ნაწილია ეფლის პროდუქტების.

ანბოქსინგი არის ოვერტიურა სიმფონიაში, ყოველი მომენტი შეფუთვის გახსნისას ცინცხალი თავგადასავალია, ახალი ამბავი რომლის გაცხადებაც რამდენიმე წამში მოხდება და ამას ველით.

რამდენს დაზოგავ, თუ ორ შეფუთვას შეუკვეთავ ?

 ფასები იხილეთ ცხრილში : 

alt