ტრიპლეტი

კატეგორია - პროდუქტი

 

რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უნდა იცოდე ტრიპლეტის (Tri-Fold Brochure) შეკვეთამდე

  • ფორმატი (ზომა): 30 სმ - 21 სმ (რომელიც იკეცება სამ ნაწილად)
  • ქაღალდის სისქე: თხელი და საშუალო ქაღალდი
  • დაკეცვის ტიპი: 3 სახეობა
  • ქაღალდის ტიპი: ცარცირებული პრიალა, ცარცირებული არაპრიალა
  • გვერდების რაოდენობა: 6 მხარე შეკვეთის
  • მინიმალური რაოდენობა: 200 ცალი
  • დამზადების დრო: 4-5 სამუშაო დღე

    alt         

ხშირად დასმული შეკითხვები:

1. რამდენი სახეობის ტრიპლეტის (ბროშურის) დამზადებაა შესაძლებელი? ტრიპლეტის სახეობები განსხვავდება კეცვის ტიპის მიხედვით. შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ:
  • Z კეცვის: იკეცება გარმონისებურად, საუკეთესოა: გაყიდვების, ივენთების დანიშნულებით.
  • სტანდარტული: იკეცება წერილის მსგავსად, საუკეთესოა: რესტორნის მენიუს, ჩამონათვალის, ახალი პროდუქტების და სერვისების გასათავსებლად
  • კარისებრი კეცვის: იკეცება კარის მსგავსად, საუკეთესოა: დიდი ფოტოების და ვიზუალების განთავსებისთვის. იხილეთ კეცვის სახეობები ფოტოზე:
             
2. ბროშურა მე უნდა დავკეცო, თუ დაკეცილს მივიღებ?
ბროშურას მიიღებთ დაკეცილ მდგომარეობაში.

3. ბროშურები ორივე მხარეს ცარციებულია? შესაძლებელია თუ არა კალმით დაწერა?
დიახ, ბროშურები ორივე მხარეს ცარცირებულია. შეგიძლიათ კალმით დაწერა, მაგრამ საუკეთესოა პერმანენტ მარკერის გამოყენება.

4. დიზაინი რა ფორმატში მოგაწოდოთ?
ჩვენ ვიღებთ შემდეგ ფორმატებს .pdf, .ai, .eps .cdr მისაღებია აგრეთვე: .jpeg, .png თუ ფაილის ხარისხი არის დამაკმაყოფილებელი.

5. გაქვთ თუ არა მითითებები, ბროშურის დიზაინის დამზადებისთვის ?
დიახ, რა თქმა უნდა. ფონტების რაოდენობა უმჯობესია აირჩიოთ ორი ან ნაკლები. ტექსტების დაწერა ბევრი სახეობის ფონტით ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება. ასევე ართულებს ტექსტის წაკითხვისა და აღქმის პროცესს. სათაურებისთვის გამოყავით დიდი სივრცე - თქვენ მხოლოდ რამდენიმე წამი გაქვთ პოტენციური მომხმარებლების დასაინტერესებლად.გამოიყენეთ დიდი და ხარისხიანი ფოტოები, ის ამარტივებს აღქმას და შესაძლოა 1000 სიტყვაზე მეტს უდრიდეს ერთი სწორი ფოტო.
 


alt

alt

09.11.2018