პატარა ჩანთები (ლენტით)

მცირე ზომის ქაღალდის ლენტიანი ჩანთები ესთეტიკის და დახვეწილობის ხაზგასასმელად 

ვექტორში უკვე შესაძლებელია მუყაოს სასაჩუქრე ჩანთების შეკვეთა ლენტის სახელურით, ჩვენთან არსებული ან ინდივიდუალურად თქვენზე მორგებული ზომებით. ლენტის სახელურები არის რამდენიმე ტიპის: რიბსის ლენტი, ატლასის ლენტი, ბარხატის და ბამბის ლენტი. ყველა არის უმაღლესი ხარისხის ნაჭრის მასალით დამზადებული, მაგრამ ლენტის სწორად შერჩევა საგრძნობლად ცვლის შეფუთვის იერს, ამიტომ ზუსტად და შესაბამისად მისი არჩევა გადამწყვეტია. ასევე ჩვენთან შესაძლებელია ლენტის ფერისა და ბრენდირების შეხამება ერთმანეთთან. 

არსებული ჩანთა გამოიყენება საიუველირო დანიშნულებით მცირე ზომის ნივთების მოსათავსებლად, ან მცირე ზომის კოსმეტიკის ნაკრების მოსათავსებლად, ამიტომ დიდი ზომის ლენტიან ჩანთასთან შედარებით მისი ღირებულება ნაკლებია, იხილეთ ზომები
:

  1. 11.5სმ  (სიგანე) - 14.5 სმ (სიმაღლე) - 5 სმ
  2. 14 სმ (სიგანე) - 13 სმ (სიმაღლე) - 6.5 სმ
  3. 16 სმ  (სიგანე) - 115 სმ (სიმაღლე) - 8 სმ
  • გამოყენებული მასალა: ბრისტოლის ქაღალდი (მყარი)
  • ლენტის სიგანე: 2 სმ (ატლასის ლენტი, რიბსის ლენტს ემატება 0.2 ₾ )
  • ზედაპირის დაფარვა: პრიალა ან არაპრიალა (თქვენი გემოვნებით)
  • მინიმალური რაოდენობა: 200 ცალი
  • ოპტიმალური შეკვეთის რაოდენობა: 500 ცალი
  • დამზადების დრო: 8-12 სამუშაო დღე (დიზაინის დასტურიდან)

დააჭირეთ ფასების ფოტოს და იხილეთ ვიდეო მცირე ზომის ლენტიანი ჩანთების,
იხილეთ ზემოთ მოცემული 3 ზომის ჩანთის ფასები:

ქაღალდის ჩანთების ფასები

დააჭირეთ ფოტოზე და იხილეთ ვიდეო (16 სმ - 15 სმ ზომის) ჩანთის:


alt

დააჭირეთ ფოტოზე და იხილეთ ვიდეო (11.5 სმ - 14 სმ ზომის) ჩანთის:

alt


alt


alt