რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უნდა იცოდე ტრიპლეტის (Tri-Fold Brochure) შეკვეთამდე
- ფორმატი (ზომა): 30 სმ - 21 სმ (რომელიც იკეცება სამ ნაწილად)
- ქაღალდის სისქე: თხელი და საშუალო ქაღალდი
- დაკეცვის ტიპი: 3 სახეობა
- ქაღალდის ტიპი: ცარცირებული პრიალა, ცარცირებული არაპრიალა
- გვერდების რაოდენობა: 6 მხარე შეკვეთის
- მინიმალური რაოდენობა: 200 ცალი
-
დამზადების დრო: 4-5 სამუშაო დღე
ხშირად დასმული შეკითხვები:
1. რამდენი სახეობის ტრიპლეტის (ბროშურის) დამზადებაა შესაძლებელი? ტრიპლეტის სახეობები განსხვავდება კეცვის ტიპის მიხედვით. შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ:
- Z კეცვის: იკეცება გარმონისებურად, საუკეთესოა: გაყიდვების, ივენთების დანიშნულებით.
- სტანდარტული: იკეცება წერილის მსგავსად, საუკეთესოა: რესტორნის მენიუს, ჩამონათვალის, ახალი პროდუქტების და სერვისების გასათავსებლად
- კარისებრი კეცვის: იკეცება კარის მსგავსად, საუკეთესოა: დიდი ფოტოების და ვიზუალების განთავსებისთვის. იხილეთ კეცვის სახეობები ფოტოზე: